სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ეს ნივთები სახლში არ გააჩეროთ - რა უნდა მოიშოროთ ახალ წლამდე

    ეს ნივთები სახლში არ გააჩეროთ - რა უნდა მოიშოროთ ახალ წლამდე
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზოგჯერ ვდგებით პრობლემების წინაშე, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იშლება და არც კი ვფიქრობთ, რატომ ხდება ეს. გამოდის, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, შეიძლება იყოს „დამნაშავე“. ისინი საკუთარ თავში უარყოფით ენერგიას აგროვებენ და ადამიანები ზედმეტი ნივთების გადაყრის ნაცვლად აგრძელებენ მათ შენახვას.

    იმისათვის, რომ გავძლიერდეთ და კარი სიახლეებს გავუღოთ, აუცილებელია, ძველს დაემშვიდობოთ, განსაკუთრებით საახალწლო დღესასწაულების წინა დღეს.

    დაზიანებული თილისმები

    თუ თქვენს სახლში გაქვთ ფიგურები, რომლებიც სავარაუდოდ იზიდავს ფინანსურ წარმატებას, მაგრამ ამავე დროს მათ აქვთ დაზიანება, მაშინ დროა, მოიცილოთ ისინი.

    ეკლიანი მცენარეები
    სახლში ბევრი ეკლიანი მცენარე არ უნდა გქონდეთ, თორემ პრობლემას გამოიწვევს. ნებადართულია მხოლოდ 1-2 ყვავილი,თანაც ისინი უნდა განთავსდეს ფანჯრის რაფაზე და არა – მაგიდაზე ან თაროზე.

    მემკვიდრეობა

    ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ გაქვთ ძვირფასი ბეჭედი, რომელიც ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღეთ, სწრაფად უნდა მოიშოროთ. მაგრამ თუ თქვენს სახლს აქვს ბევრი რამ, რაც ეკუთვნოდა გარდაცვლილ ნათესავებს, მაშინ მათ ადგილი არ აქვთ ცოცხალთა შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ბევრი უარყოფითი ენერგია გაჩნდეს სახლში.

    ძველი წიგნები

    წიგნები, რომლებიც უბრალოდ სილამაზის სიმბოლოა, მაშინ, როცა მათ არავინ კითხულობს, უმჯობესია გადასცეთ მათ, ვინც რეალურად წაიკითხავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ გაგიკვირდებათ, რატომ ხარ ასე ხშირად ცუდ ხასიათზე.

    გატეხილი საათი
    თუ გატეხილი საათის გამოსწორება შეუძლებელია, მაშინ მას სახლში ადგილი არ აქვს. თქვენ უნდა მოიშოროთ ის, რადგან შეუძლია მთელი დაგროვილი ნეგატივი გადასცენ სახლში მცხოვრებ ადამიანებს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, მაგრამ გატეხილი საათი ძალიან მძიმე ენერგიას შეიცავს.

    უცხო ნივთები
    ხშირად ხდება, რომ მეგობრებს სტუმრობის შემდეგ ავიწყდებათ თავიანთი ნივთები თქვენს სახლში. შეეცადეთ, დააბრუნოთ ისინი რაც შეიძლება მალე, არ შეინახოთ ისინი თქვენთან. ბიოენერგეტიკის კანონების მიხედვით, თქვენ გაქვთ 3 დღე სხვისი ნივთის დასაბრუნებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება სახლის ენერგიის გაფუჭება.

    გატეხილი სარკეები

    ბევრმა იცის, რომ სარკესთან სიფრთხილეა საჭირო და როგორც კი მასზე ბზარი გამოჩნდება, უმჯობესია გადააგდოთ იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს პრობლემები შეექმნება.

    ხელოვნური ყვავილები

    ბუნებრივი ყვავილები დადებითად მოქმედებს ბინის ან სახლის აურაზე. ხელოვნურ ყვავილებს არავითარი სარგებელი არ მოაქვს და გარეგნულად ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაამშვენებს ინტერიერს, მაგრამ ისინი აუცილებლად შეძლებენ ნეგატივის დაგროვებას.


    წყარო: primetime.ge