სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს რომ აქამდე არ მომხდარა, ჩემი დიდი ნაკლია, მაგრამ...", - რაზე საუბრობს გიორგი გილიგაშვილი

    "ეს რომ აქამდე არ მომხდარა, ჩემი დიდი ნაკლია, მაგრამ...", - რაზე საუბრობს გიორგი გილიგაშვილი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართველ მომღერალსა და მსახიობს, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - დღეს, უკვე სიხარულით გამცნობთ, რომ გიორგი გილიგაშვილმა კიბო საბოლოოდ დაამარცხა და ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას, მკითხველებს ბევრ სასარგებლო რჩევას უზიარებს.

    ჟურნალისტი: 34 წლის ხართ. როგორც თავად ამბობთ, სამის და ოთხის და ღმერთმა სამოთხის კართან დამაყენაო. სამოთხის კართან მდგომი ახალგაზრდა კაცის გულში ქალის სიყვარული არ ყვავის?

    გილიგაშვილი: სამწუხაროდ, ისე მოვიყარე ამ ასაკის, ჯერ მშვენიერი ქალბატონისთვის სიტყვა “მიყვარხარ” არ მითქვამს. ვერ ვპოვე გულისსწორი. ამაშიც ძალიან ფრთხილი ვარ. ვისაც ამ სიტყვას ვეტყვი, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი თანამგზავრი უნდა გახდეს.

    ხომ ვხედავთ, როგორი სისწრაფით ინგრევა ვითომდა სიყვარულით შექმნილი ოჯახები. ღვთის წინაშე დადებული ცოლქმრობის ფიცი სიცოცხლის ბოლომდე გაუტეხელი უნდა იყოს. რომ არ მყვარებია არასდროს, ეს ჩემი დიდი ნაკლია. და როცა ამ სიტყვას ვიტყვი, ეს იქნება სამარადჟამოდ და ამ სიტყვით უნდა დავიმარხო.

    წყარო: sarkenews.ge