სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ილონ მასკმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები..." - რას გეგმავს ევროკავშირი

    "ილონ მასკმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები..." - რას გეგმავს ევროკავშირი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევროკავშირი მილიარდერ ილონ მასკის დასანქცირებას გეგმავს – ინფრომაციას BBC ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, ევროკავშირი ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ დირექტორის, ილონ მასკის სანქცირებას გეგმავს.

    „ილონ მასკმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები და მალე სანქციებია“, – დაწერა ევროკომისარმა, ვერა იუროვამ საკუთარი „ტვიტერის“ ანგარიშზე.

    ცნობისთვის, სოციალურ ქსელ „ტვიტერმა“ რამდენიმე რეპორტიორის, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები დაბლოკა.

    „ტვიტერის“ ანგარიშები დაიბლოკა მას შემდეგ, რაც რეპორტიორებმა ილონ მასკთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტები გაავრცელეს.