სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პუტინმა კადიროვს ზელენსკის მოკვლა უბრძანა

    პუტინმა კადიროვს ზელენსკის მოკვლა უბრძანა
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური გამოცემა, The Wall Street Journal, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინაში რუსული ჯარების მასშტაბური შეჭრისას ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის, მკვლელობა დაავალა.

    გამოცემის მიხედვით, პუტინმა კადიროვს დაურეკა, რათა "სტრატეგია შეემუშავებინათ" და ე.წ. სპეცოპერაციის დაწყებისას ჩეჩენი მებრძოლები უკრაინაში შეჭრილიყვნენ.

    ჟყრნალის ცნობით, კადიროვის ბოევიკების წარუმატებლობის შემდეგ, პუტინმა მას ჩეჩნეთში ფარული მობილიზაციის დაწყება დაავალა.