კიევში, გუშინდელი დაბომბვის შემდეგ, მეტრომ მუშაობა განაახლა, ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს:
"დედაქალაქის ყველა მცხოვრებელს წყალმომარაგება აღუდგა. კიევის მოსახლეობის ნახევარს უკვე ელექტროენერგიაც აქვს და ჩვენ ვმუშაობთ მის აღდგენაზე ქალაქის ყველა მცხოვრებლისთვის. კიევის მცხოვრებლების 2/3 ამჟამად ელექტროენერგიით მარაგდება. მაგრამ მოქმედებს საგანგებო გამორთვის გრაფიკი, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტი საგრძნობია", - განაცხადა კლიჩკომ.
წყარო: mtavari.tv