სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს ხომ იცოდა... უკვე დიდი გოგოა... ხომ არ დაიშლებოდნენ" - მაიკო კაჭკაჭიშვილი

    "ეს ხომ იცოდა... უკვე დიდი გოგოა... ხომ არ დაიშლებოდნენ" - მაიკო კაჭკაჭიშვილი
    1 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი გურამისა და ბაგირას დაშლილ წყვილს ეხმაურება და მხარდაჭერას გურამ შეროზიას უცხადებს.

    „თუ მოგებაა, გურამს უფრო დიდი შანსი რომ აქვს მოგების, ვიდრე დეას, ეგ არ უნდა ეშლებოდეს, დიდი გოგოა ხომ და თუ გურამი მოიგებდა, ისედაც ორივესი იქნებოდა დაშლას ხომ არ აპირებდნენ პროექტის შემდეგ? ეგ კი არ უნდა სწყენოდა, პირიქით, თავისი გულშემატკივრებიც გურამისკენ უნდა მიემართა თუ ჭკვიანი ქალია! ასე რომ, თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ გურამმა კი არა ბაგირამ გამოიყენა და ნათელი გახდა, რომ ყველას გურამის გაგდება უნდა. ქალი ეშმაკზე ადრე დაბადებულია, ხალხნო, ამიტომ დაურეკეთ გურამს ! მე მართლა არ ვუჩივი სამართლიანობას, მაგის გამოა, რომ გამოვიკეტე სახლში, წლებია.“ - დაწერა კაჭკაჭიშვილმა.