სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დროებით ჩემო... მადლობა ყველაფრისთვის... მწყინს უშენოდ..." - როგორ გამოემშვიდობა გურამ შეროზია ბაგირას

    "დროებით ჩემო... მადლობა ყველაფრისთვის... მწყინს უშენოდ..." - როგორ გამოემშვიდობა გურამ შეროზია ბაგირას
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სატელევიზიო გადაცემა "პრაიმ ჰაუსის" გუშინდელი ლაივის აუთსაიდერები გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძე და ბაგირა, იგივე დეა ხალვაში იყვნენ. გუშინ ხმების რეკორდი მოიხსნა, მაყურებლის რჩეული გურამ შეროზია გახდა, ჟიურიმ კი კოსტა სანიკიძე გადაარჩინა. პროექტი ბაგირამ დატოვა.

    მოგეხსენებათ, გურამსა და ბაგირას პროექტის მიმდინარეობისას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი შესანიშნავი წყვილი იყვნენ და ერთმანეთს კარგად უგებდნენ. თუმცა, ბოლო ეთერების მიხედვით მათი ურთიერთობა დაიძაბა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

    პროექტის დატოვების შემდეგ კი ბაგირას გურამ შეროზიამ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა და ემოციური ვიდეორგოლით გამოემშვიდობა.

    "დროებით, ჩემო ლამაზო და მეგობრულო გოგო,

    მადლობა ყველაფრისთვის, აქამდე ერთმანეთის თანადგომით მოვედით, ვიცი ჩემი გამარჯვება გაგიხარდა და მეც მწყინს პრაიმ ჰაუსი უშენოდ.

    გემშვიდობები ამ სიმღერით, მომავალ შეხვედრამდე" - წერს შეროზია.