სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სწორედ ამიტომ არ ვსაუბრობ ჩემს მეუღლეზე საქვეყნოდ", - სალომე კორკოტაშვილის გულახდილი კომენტარი

    "სწორედ ამიტომ არ ვსაუბრობ ჩემს მეუღლეზე საქვეყნოდ", - სალომე კორკოტაშვილის გულახდილი კომენტარი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, სალომე კორკოტაშვილმა ჟურნალ "გზასთან" მიცემულ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის კომენტარი პირად ურთიერთობაზეც გააკეთა.

    სალომეზე ხშირად ამბობენ, რომ მისი სასიყვარული რომანი ხანმოკლეაო, რაზეც მომღერალი პასუხობს:

    "ვერ ვიტყვი, რომ ხანმოკლეა. ჩემი პირველი ქორწინება 6 წელი იყო და ბედნიერი ვარ, რომ ზუკა მყავს, ძალიან კარგი შვილია. უკვე მეექვსე წელია, მეორე ქორწინებაში ვიმყოფები და ბედნიერი ვარ."

    ჟურნალისტი: თქვენი მეუღლე ვინ არის? ამ თემაზე საქვეყნოდ ნაკლებად ლაპარაკობთ.
    სალომე: იმიტომ, რომ თავად მთხოვს. არ უნდა, მასზე ვილაპარაკო, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ის ინგლისელია, რიჩარდი ჰქვია.
    ჟურნალისტი: ახლა საქართველოშია?
    სალომე: დიახ.