სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ემოციების ზღვა, ტაში არ წყდებოდა" - ხატია ბუნიათიშვილის საოცარმა გამოსვლამ მსოფლიო აღაფრთოვანა

    VIDEO: "ემოციების ზღვა, ტაში არ წყდებოდა" - ხატია ბუნიათიშვილის საოცარმა გამოსვლამ მსოფლიო აღაფრთოვანა
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მორიგი ტრიუმფის ვიდეო. ულამაზესი მუსიკოსი პარიზში, დიდ სცენაზე გამოვიდა, დასრულების შემდეგ კი ოვაციები არ წყდებოდა, ფრანგები აღფრთოვანებული დარჩნენ.

    აღნიშნულმა ვიდეოებმა ქართველი გულშემატკივრების სიმპათიაც დაიმსახურა.

    "საოცარი გოგო ხარ, ხატია..."

    "მიყვარხარ.. საამაყო ქართველი ხარ, მუდამ დიდ წარმატებებს გისურვებ!"

    "ასახელე შენი სამშობლო, გააოცე მსოფლიო..." - წერენ კომენტარებში.

    ცნობისთვის, ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. ორჯერ მოიპოვა ერთ-ერთი პრესტიჟული Echo Klassik ჯილდო – 2012 წელს ალბომისთვის Franz Liszt, ხოლო 2016 წელს ალბომისთვის Kaleidoscope, რომელშიც შედიოდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.
    ბუნიათიშვილს კონცერტებით უამრავი სცენა აქვს დაპყრობილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.