სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ ჩააცვეს ეს მესის? რას გამოხატავს კატარის ამირას საქციელი

    რატომ ჩააცვეს ეს მესის? რას გამოხატავს კატარის ამირას საქციელი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ, 18 დეკემბერს, არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.

    სანამ ფიფას პრეზიდენტი ლიონელ მესის მსოფლიო თასს გადასცემდა, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა კატარის ამირასგან საჩუქარი მიიღო: შეიხმა ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ ლეოს კატარული ნაციონალური სამოსი ჩააცვა, რომელსაც “ბიშტი” ჰქვია. ეს სამოსი კეთდება აქლემის ბეწვისგან და კატარში “ბიშტი” მაღალი ფენის წარმომადგენლებს აცვიათ ხოლმე…

    მესის აშკარად ეტყობოდა, რომ ამ იდეით აღფრთოვანებული არ იყო. ცხადად გამოჩნდა, რომ “ბიშტის” ჩაცმა დიდად არ უნდოდა, მაგრამ მსოფლიო თასი უნდა აეწია და ამაზე ბევრი აღარც იფიქრა. მესისთვის “ბიშტის” ჩაცმის იდეა ფეხბურთის ბევრმა ლეგენდამ გააკრიტიკა.

    “როცა ასეთ დროს მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის კაპიტანს რაღაცის ჩაცმას აიძულებ, ამით მას ძალიან დიდ მომენტს უფუჭებ, ართმევ. ეს საქციელი არც მე მომეწონა. ასეთი რამ შეგიძლია მოგვიანებით გააკეთო, გასახდელში აჩუქო და მოაცვა კიდეც. ვფიქრობ, იმ მომენტში არც მესი იყო ბედნიერი ამის ჩაცმით. ჩემი აზრით, ეს არ იყო კარგი ამბავი.” - განაცხადა გერმანიის ნაკრების ლეგენდა ბასტიან შვაინშტაიგერმა.

    რატომ ჩააცვეს ეს მესის? რას გამოხატავს კატარის ამირას საქციელი



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ