სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • Twitter-ის მომხმარებლებმა მასკის გადადგომას მხარი დაუჭირეს

    Twitter-ის მომხმარებლებმა მასკის გადადგომას მხარი დაუჭირეს
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა, სადაც გამოკითხულთა უმეტესობამ ხმა ილონ მასკის Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადადგომას დაუჭირა მხარი.

    17,5 ზე მეტი ადამიანიდან 52.5%-მა მასკის გადადგომას მხარი დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვის შემდეგ მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, კენჭისყრის დახურვამდე მან აღნიშნა რომ ის შედეგებით იხელმძღვანელებს.

    თუმცაღა, იმ შემთხვევაში, თუ ილონ მასკი გადადგება სოციალური ქსელის დირექტორის პოსტიდან, ის მაინც დარჩება Twitter-ის მფლობელად.

    შეგახსენებთ, რომ მასკმა კომპანია 44 მილიარდ დოლარად იყიდა.