სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შევარჩევ ერთ ოჯახს და კვირაში 4 დღე მათთან ერთად ვიქნები" - რას გეგმავს დომენიკ მანგო?

    "შევარჩევ ერთ ოჯახს და კვირაში 4 დღე მათთან ერთად ვიქნები" - რას გეგმავს დომენიკ მანგო?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო საავტორო გადაცემის გაკეთებას გეგმავს.

    მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა.

    "ჩემი საკუთარი გადაცემის გაკეთებას ვაპირებ, სახელად "აღმომაჩინე". იდეა შემდეგშია: მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველ კვირას შევარჩევ ერთ ოჯახს და კვირაში 4 დღის განმავლობაში ამ ოჯახთან ერთად ვიქნები. განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, სიმდიდრისა თუ სიღარიბისა, სადაც ვიქნები იქ გავიზიარებ ცხოვრების იმ სტილს, რომელშიც ცხოვრობს თავად ოჯახი.

    მივეხმარები საქმეში, გავიზიარებ მათ საკვებს, დავიძინებ მათ სახლში. გადაცემის მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების არეკვლა და იმ გულწრფელობის სიღრმეებში ჩასვლა, რომელიც როგორც წესი კამერებში არასდროს არ ჩანს. ამ გადაცემის მეშვეობით ჩვენ ერთად აღმოვაჩენთ ადამიანებს და იმ საინტერესო საკითხებს, რომელიც ჯერ აღმოუჩენელია", - წერს მანგო.