სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 20 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

    20 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    20 დეკემბერს ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით წვიმა და +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს ბათუმში. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

    წვიმიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

    მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსია, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერი დღისით +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

    იწვიმებს ჭიათურაშიც, სადაც დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

    ბორჯომშიც თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +5, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი იქნება. ბაკურიანში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

    გორში +7 გრადუსი და წვიმა იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +3, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

    ლაგოდეხშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

    გურჯაანშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +7 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

    რუსთავში +8 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

    თბილისში ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.