სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კახეთში 5 წლის ბავშვი მანქანამ გაიტანა" - რას ამბობს მძღოლი?

    "კახეთში 5 წლის ბავშვი მანქანამ გაიტანა" - რას ამბობს მძღოლი?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ კახეთში, ლაგოდეხის გზატკეცილზე ავტომანქანა 5 წლის ბავშვს დაეჯახა.

    არსებული ინფორმაციით, ბავშვი ქუჩაში, დედასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ბავშვმა დედას ხელი გაუშვა და გზაზე, ავტომობილის მიმართულებით მაღაზიისკენ გაიქცა, სწორედ ამ დროს მოხდა ეს უბედურება.

    "ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმე მორალურ მდგომარეობაშია მძღოლიც. ”აქედან არ გამიშვათ ხალხო, ბავშვი თუ მოვკალი მეც მომკალით", - აცხადებდა მძღოლი.

    ადგილობრივების ცნობით, ბავშვი თავად შეუარდა მანქანას ბორბლებში, როდესაც გზაზე გადარბოდა.