სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სამწუხარო ინფორმაცია - ვინ არის მორიგი ქართველი მებრძოლი, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა

    სამწუხარო ინფორმაცია - ვინ არის მორიგი ქართველი მებრძოლი, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - ქართველი მებრძოლი სოგრატე ახალაია დაიღუპა:

    "გარდაიცვალა ს. თავისუფლების მკვიდრი, ომის ვეტერანი, გამორჩეული ქართველი მამულიშვილი
    სოგრატე (სოკრატე) ახალაია.
    ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას, ნათელი დაადგეს ჩვენი თანამებრძოლი, გმირი ძმის ხსოვნას.

    სოკრატე ახალაია დაიბადა 1946 წლის 23 ივნისს სოხუმის რ-ნის სოფ. თავისუფლებაში. სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდის შემდეგ მუშაობდა სოხუმის ტროლეიბუსები პარკში მძღოლად, დაოჯახდა ქ-ონ ნანი კოპალიანზე შეეძინათ სამი შვილი, ვაჟკაცი და ქალიშვილები, ბედნიერი ქართული, ტრადიციული ოჯახი მრავლდებოდა, ვითარდებოდა , რომ არა ვერაგი მტრის რუსეთის იმპერიული ზრახვები და 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაიწყო რუსეთ-საქართველოს სამამულო ომი.

    ომის დაწყების პირველი დღიდან სოკრატე თავის ვაჟიშვილთან 18 წლის მამუკასთან ერთად ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, მსახურობდა 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის 1-ელ (ცუგუროვკის) ასეულში. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპეტაციებში ცუგუროვკა-იაშტუხა-თავისუფლების მიმართულებით. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა საბრძოლო დავალებებს, თავის ვაჟიშვილ მამუკასთან ერთად. არაერთხელ გამოიჩინა თავი, როგორც სამშობლოს ერთგულმა, მამაცმა, თავდადებულმა მებრძოლმა.

    პირველი დღიდან ბოლო დღემდე 1993 წლის 27 სექტემბრამდე, მანამ სანამ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ,,მთავარსარდალი,, შევარდნაძის ხელმძღვანელობით არ განაიარაღა ქართული ჯარი, გაიყვანა პოზიციებიდან და უიარაღო სოხუმი ჩააბარა მტერს.
    სოკრატე ბოლომდე იბრძოდა სამშობლოს თავისუფლებისათვის, მაგრამ იმ პერიოდში თავს ზევით ძალა არ იყო, რუსეთმა მოახდინა ჩვენი მშობლიური კუთხის ოკუაცია, რა თქმა უნდა ეს დრებითა, მაგრამ სამწუხაროდ დევნილობაში მოხვედრილი სოკრატე ვეღარ მოესწრო საქართველოს გამთლიანებას იგი გარდაიცვალა 2022 წლის 11 დეკემბერს.

    ღირსეული მამულიშვილის ოჯახი, მუღლე, შვილები, შვილიშვილები მალე დაბრუნდებიან მშობლიურ კუთხეში სოხუმი-თავისუფლებაში, ააღორძინებენ სოკრატეს ფუძეს და ზეციერ საქართველოში მისი სული სამუდამოდ დაივანებს სასუფეველში, სადაც ჩვენი მართალნი ძმანნი განისვენებენ 🙏🙏🙏
    დიდება გმირებს
    ", - ვკითხულობთ განცხადებაში.