სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნუ შეგვადარებთ ერთმანეთს უარყოფით კონტექსტში, რადგან...", - ბაბი კირკიტაძის მიმართვა საზოგადოებას

    "ნუ შეგვადარებთ ერთმანეთს უარყოფით კონტექსტში, რადგან...", - ბაბი კირკიტაძის მიმართვა საზოგადოებას
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავების შესახებ წერს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

    "ხუთეულშიც გადავედით !
    მადლობა მეგობრებო მხარდაჭერისთვის !
    წინ უფრო დაძაბული ტურები გველოდება.
    ერთი რაც მინდა ვთქვა:
    მე და თათა, ამ პროექტში, “ღამის შოუს” ოჯახიდან მოვედით ერთად და პროექტის დასრულების შემდეგაც ამ ყველაზე მაგარ გუნდთან ერთად გავაგრძელებთ გზას, ამიტომაც, მინდა გთხოვოთ, ნუ იქნებით მონდომებული რომ ერთმანეთს უარყოფით კონტექსტში შეგვადაროთ, ნუ გახდებით აგრესიულები ერთმანეთის მიმართ, პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, ყოველ ტურში ზეიმი მოგიწყოთ და გასიამოვნოთ, თქვენ კი უფრო უმატებთ აგრესიას, რაც იცოდეთ რომ ჩვენზე ძალიან მოქმედებს.

    ერთმანეთის ყველაზე დიდი გულშემატკივრები ისევ ჩვენ ვართ და როგორი შედეგიც არ უნდა იყოს მომდევნო ტურებში, ჩვენ ისევ გულით გავიტანთ ერთმანეთს !
    ამაზე გვუსაუბრია და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ამიტომაც, გთხოვთ თქვენც გულწრფელად, აგრესიის და ერთმანეთის ლანძღვის გარეშე განვაგრძოთ ეს ფერადი და ბრჭყვიალა გზა!
    ", - წერს ბაბი კირკიტაძე.