სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 62 ადამიანი დაიჭირეს... არც ერთი ბადრი, არც ერთი ესებუა - თამო კეშელავას განცხადება

    62 ადამიანი დაიჭირეს... არც ერთი ბადრი, არც ერთი ესებუა - თამო კეშელავას განცხადება
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში "საქართველოს ბანკის" მძარცველის, ძებნილ, ბადრი ესებუას შესახებ წერს.

    "იცით, რომ ბადრი ესებუა დაიჭირეს?
    არ იცით, ხო?
    ხოოო...
    არც მე ვიცი.
    რატომ?
    არ დაუჭერიათ და იმიტომ.
    62 ადამიანი დაიჭირეს დღეს და არც ერთი ბადრი, არც ერთი ესებუა...
    ეტყობა, დღეს პარასკევია...
    მართლა, იცით ანეგდოტი ოთხშაბათზე? თუ იცით, აღარ წაიკითხოთ და თუ არ იცით, მოქმედება ხდება ქუჩაში:
    –"ბრატ", დღეს ოთხშაბათია?
    –არა, შაბათი.
    –ვა, გუშინ იყო ოთხშაბათი?
    –არა, გუშინ პარასკევი იყო (კატა რომ ძეხვს ვერ შეწვდა და შსს ესებუას)
    –აააა, ანუ, ხვალაა ოთხშაბათი?
    –არა, ხვალ კვირაა.
    –ეეე, ოთხშაბათი ამოუღიათ, ტო..."

    მისი თქმით, შესაბამისმა ძალოვანმა სტრუქტურას ერთ დღეში, დაახლოებით, 62 ადამიანი დაიჭირა, მაგრამ ესებუას დაჭერა ვერ მოახერხეს.