სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო.. შეიძლება ბოლო დაბადების დღეა შენთვის..." - ლვოვი

    "დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო.. შეიძლება ბოლო დაბადების დღეა შენთვის..." - ლვოვი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს და კოლეგებს მოუწოდებს, რომ მიუხედავად უკრაინაში არსებული მძიმე ვითარებისა, არ დაივიწყონ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

    “საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე წელიწადზე მეტია ციხეშია.

    მისი ციხეში ყოფნის პირობების შესახებ დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან, რომლებიც ასახავს მის მდგომარეობას. ყველაფერი ძალიან ცუდადაა.

    როცა სააკაშვილზე ვფიქრობ, კახა ბენდუქიძეც მახსენდება, რომელიც „ქართული სასწაულის“ განუყოფელი ნაწილი იყო. ამ გუნდმა ერთად გააკეთა ის, რაც ყოველთვის გვაკლდა უკრაინაში. ისინი კონკრეტულ გეგმას მისდევდნენ, მათ ძალიან უყვარდათ თავისი ქვეყანა, ყველაფერი შეცვალეს და რეფორმები გაატარეს.

    დღეს ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ომი მოსკოვის რეჟიმთან.
    მაგრამ მეგობრებს გასაჭირში ვერ დატოვებთ.

    ის, რასაც ახლა უკეთებენ სააკაშვილს, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის.
    უღირსი საქციელია ციხეში ამყოფო ის, ვინც საქართველო საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან გამოიყვანა. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, ვინც დღეს იხსენებს და საუბრობს მიხეილზე.

    ის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვივიწყებს, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ის დავივიწყოთ.
    მჯერა, რომ აუცილებლად შევხვდებით!

    დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო!”,- ნათქვამია სადავოის განცხადებაში.