სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ზოგი ამბობს კიბიდან ჩამოვარდაო... ზოგიც მამამ სცემაო..." - რა მოხდა წალენჯიხაში

    "ზოგი ამბობს კიბიდან ჩამოვარდაო... ზოგიც მამამ სცემაო..." - რა მოხდა წალენჯიხაში
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან ასაკოვანი მამა სცემა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

    როგორც ადგილობრივები ამბობენ, შვილმა სასწრაფოში თავად დარეკა და უთხრა, რომ მამა წაიქცა. წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    ადგილობრივების თქმით, მოხუცს დაზიანებები ბლაგვი საგნითაც ჰქონდა მიყენებული. იგი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

    "ზოგი ამბობს, კიბიდან ჩამოვარდაო, ზოგი ამბობს შვილმა სცემაო... პატიოსანი კაცი იყო, პატიოსანი ოჯახი ჰყავდათ. ბევრი შვილის გამზრდელი დედ-მამა იყო და რა დაემართა ამ ბიჭს არ ვიცი, რამ გააგიჟა," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

    "მამამ უჩივლა შვილს, მერე საჩივარი გამოატანინეს. რატომ გამოიტანა არ ვიცი. მცემსო, ამის გამო უჩივლა. [შვილი] იჯდა თანაც, რავიცი ერთი წელი მგონი..." - ამბობს ერთ-ერთ ადგილობრივი.

    "სულ დადიოდა პოლიცია, სასწრაფო, ცუდი მდგომარეობა არისო იქ ამბობდნენ..." - აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები "კურიერთან".

    შემთხვევა გუშინ მოხდა. მანამდე პოლიციას ექიმებმა თავად მიმართეს და ფიზიკური ძალადობის ნიშნების არსებობის შესახებ შეატყობინეს.

    შსს-ს ცნობით, გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.