სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თავიდან მრცხვენოდა, რუსული პასპორტი რომ მქონდა" - რას იხსენებს ნათელა ძალამიძე

    "თავიდან მრცხვენოდა, რუსული პასპორტი რომ მქონდა" - რას იხსენებს ნათელა ძალამიძე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    29 წლის ჩოგბურთელმა, ნათელა ძალამიძემ სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

    აღსანიშნავია, რომ ძალამიძე რუსეთის სახელით გამოდიოდა, მაგრამ მოქალაქეობა შეიცვალა და "უიმბლდონზე" საქართველოს სახელით იასპარეზებს.

    "თავიდან მრცხვენოდა, რუსული პასპორტი რომ მქონდა, მაგრამ შემდეგ, დავფიქრდი და ჩემს თავს ვუთხარი: „კარგი ადამიანი ვარ და ასეთი შეგრძნება რატომ მაქვს? დიდი ხნის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რათა ჩემი მიზნებისთვის მიმეღწია და შემდეგ, ერთი ადამიანის გამო, რომელმაც რაღაც საშინელება დაიწყო, ჩემი კარიერა და ცხოვრება რატომ უნდა დავივიწყო?

    რუსული სახელი მქვია, მაგრამ ჩემი გვარი რუსული არაა. როცა რუსეთში ჩემს გვარს ხედავენ, ყველა ხვდება, რომ ნახევრად ქართველი ვარ", - ამბობს ჩოგბურთელი.