სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: როგორ შეასრულეს ეროვნული ჰიმნი უმცროსმა მორაგბეებმა

    VIDEO: როგორ შეასრულეს ეროვნული ჰიმნი უმცროსმა მორაგბეებმა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უმცროსი "ბორჯღალოსნები" იტალიაში U20 ზაფხულის სერიებში იღებენ მონაწილეობას. 6 ერთან ერთად ტურნირზე საქართველო და სამხრეთ აფრიკა არიან მიწვეული.

    საქართველოს ნაკრები ძალიან რთულ ჯგუფში იტალიასთან, უელსთან და შოტლანდიასთან ერთად ასპარეზობს, მაგრამ ეს მათ უდიდეს გამოცდილებას მისცემს. 25 ივნისს, იტალიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა, რომელიც "აძურის" გამარჯვებით, 36:19 დასრულდა.

    U20 ზაფხულის სერიების ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო შემდეგი სახელწოდებით: “რა არის ორშაბათის დილის იმაზე უკეთესი სტარტი, ვიდრე ახალგაზრდა იტალიელი და ქართველი მორაგბეების მიერ შესრულებული ეროვნული ჰიმნების ყურება”

    იხილეთ ვიდეო: