სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვერ გადავუხადე ამ კაცს სიკეთე, მაგრამ ვიცი, ოდესღაც დავბრუნდები და…" – რას წერს ძებნილი მელაძე

    "ვერ გადავუხადე ამ კაცს სიკეთე, მაგრამ ვიცი, ოდესღაც დავბრუნდები და…" – რას წერს ძებნილი მელაძე
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ძებნჯლი ვაჟა მელაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანს, რომელიც დაეხმარა აუცილებლად აუსრულებს დანაპირებს.

    "ვინც არ იცის, ბაიკით სამჯერ მაქვს შემოვლილი საქართველო, უკვე ათ წელზე მეტია ვატარებ მოტოციკლს და მინდა ერთი ადამიანის სიკეთეზე მოგიყვეთ რასაც მუდმივად გულით ვატარებ.

    ხშირად კარვებით დავდიოდი ხოლმე და ყველა კუთხე კუნჭულს ვათვალიერებდი, ერთხელაც გზაზე მივდიოდი და ჩემს წინ მიმავალ ბაიკერ მეგობარს გაუწყდა ბაიკზე ცეფი და მთლიანად მე შემომეყარა ნაწილები, ძალიან გადავრჩით. ღამის ორი საათი იქნებოდა ალბათ, რიკოთის უღელტეხილს გადავდიოდით და გზაზე არავინ არ იყო ერთ-ერთ მოსახვევამდე მივგორდით, წვიმდა.

    ძველებური მანქანა დავინახე ნივა და იქვე დახმარება ვითხოვე. ერთი კაცი დამხვდა, ღამე იყო, ეძინა და გამოვიდა, გზის წინ პატარა მაღაზია ჰქონდა.

    წარმოიდგინეთ, მეგობრის სახლში წაგვიყვანა მოტოციკლი დაშალა რამდენიმე ძველებური ჟანგიანი ხელსაწყოთი და შემდეგ გაწყვეტილი ცეფი გადავაბით თიხის დოქების ჩამოსასხმელი აპარატით, ძალიან რთული იყო, დილის ექვს საათამდე ვაკეთებდით მოტოციკლეტს, ოჯახში ძალიან თბილად მიგვიღეს, გაგვათბეს და წყალიც დაგვალევინეს.

    იმ დღეს ჯიბეზე ფული არ მქონდა, ბარათზე ვინახავდი და ამ ადამიანს შევპირდი, რომ ამხელა სიკეთისთვის ახალ ინსტრუმენტების ნაკრებს ვუყიდდი და ჩავუტანდი, გაუხარდა და ღიმილითაც დამემშვიდობა.

    მადლობით დავემშვიდობეთ, შემდეგ დღეებში თბილისში დავბრუნდი ვიყიდე ხელსაწყოების ნაკრები და ერთ-ერთ ოფისში დავდე, თუმცაღა მალევე ძალიან დიდი პრობლემები შემიქმნა პროკურატურამ და ფირმის დირექტორებმა ყველაფერი წაიღეს ეს ნაკრებიც კი, ახლა ღმერთმა იცის სად არის, მე ვერ გადავუხადე ამ კაცს სიკეთე, მაგრამ ვიცი და გული მიგრძნობს რომ ოდესღაც დავბრუნდები და ამ ადამიანს ჩემს შეპირებულ ინსტრუმენტების ნაკრებს გადავცემ“,
    – წერს ვაჟა მელაძე.

    შეგახსენებთ, რომ ვაჟა მელაძე დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული.