სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მისი პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი გამწარდა, მაგრამ...", - რას წერს პეტრე კოლხი მიხეილ სააკაშვილზე?

    "მისი პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი გამწარდა, მაგრამ...", - რას წერს პეტრე კოლხი მიხეილ სააკაშვილზე?
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილზე წერს:

    "ვნახე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო. ვნახე და ძალიან მეტკინა. ისე, რაც ხდება, ყველა მოვლენას თავის ახსნა აქვს… არაფერი თავისით, შემთხვევით არ ხდება.

    მისი პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი გამწარდა, ბევრი გახდა უსამართლობის მსხვერპლი… ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ…

    ჩვენ ამას ვგმობდით, ჩვენ ამის გამო უარი ვთქვით მასზე და ასე სამწუხაროდ დასრულდა მისი ეპოპეაც, მაგრამ რაც მასთან მიმართებაში დავიწუნეთ, რა ბოროტებას, ძალადობას და აგრესიას გავემიჯნეთ, სინამდვილეში გაორმაგებულად ჩვენში აღმოჩნდა.

    სინამდვილეში უარესი ვყოფილვართ და ბევრს მისგან განსხვავებით ძალა-უფლება არ გააჩნია, თორემ ახლა უკვე მართლა მჯერა, რომ უარესს ჩაიდენდა…
    განსაკუთრებით შემზარავია იმ ადამიანების ყურება, ვისაც ფოტოები ხატების ფონზე აქვს გადაღებული, ვინც უცხიმო მარხვას იცავს და მეტანიებით მუხლებს იტყავებს… სინამდვილეში ყველაზე სასტიკი და დაუნდობლები, ასეთი ფარისევლები აღმოჩნდნენ…

    როდის მერე გახდა შურისძიება ქრისტიანული სათნოება?! როდის მერე აკურთხეს ,,სამარხვო კერძებად” ცინიზმი და სარკაზმი?! აი, სწორედ ამიტომ ღმერთს არ ესმის ასეთი ლოცვები, სინამდვილეში ბოდვები… ჯვარცმული ქრისტე საკუთარ თავზე მეტად მათზე წუხდა, ვისაც სხვისი ჯვარცმა შეეძლო…

    მიხეილ სააკაშვილი ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ!..
    ", - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.