სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ შევწვათ კნატუნა და პრიალა კანიანი გოჭი? - საუკეთესო რეცეპტი

    როგორ შევწვათ კნატუნა და პრიალა კანიანი გოჭი? - საუკეთესო რეცეპტი
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალი წელი ახლოვდება და ვეცდებით, ახალბედა დიასახლისებს კერძების მომზადებაზე ფიქრი გაგიმარტივოთ.

    ბევრს, ახალ წელს, უყვარს შემწვარი გოჭი სუფრაზე, თუმცა, მის შეწვას საკმაო გამოცდილება სჭირდება.

    ინგრედიენტები:

    პილპილი
    ნიორი
    გოჭი
    გამდნარი კარაქი
    ნიორი

    როგორ შევკაზმოთ:

    შეარჩიეთ კარგი გოჭი, დაახლოებით 4 კგ. დანაყეთ ნიორი და მსხვილი მარილი ერთად, ეს ნარევი წაუსვით გოჭს შიგნიდან. მოაფრქვიეთ შავი პილპილიც. გარედან წაუსვით წვრილი მარილი და გამდნარი კარაქი ან ერბო. კუდი, ყურები და ჩლიქები ფოლგაში შეუფუთეთ, რომ დროზე ადრე არ დაიბრაწოს და დაიწვას. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 1.5 საათი. გოჭს ყოველ 10-15 წუთში ფუნჯით უსვით გამდნარი კარაქი. შეწვის დასრულებამდე 15-20 წუთით ადრე მოაცილეთ გოჭს ფოლგა.

    გოჭის კანი გამოვა საოცრად გემრიელი, პრიალა და კრაწუნა.

    წყარო: primetime.ge