სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მიზეზი ცნობილია - საბერძნეთში 47 წლის ქართველი ქალი დააკავეს

    მიზეზი ცნობილია - საბერძნეთში 47 წლის ქართველი ქალი დააკავეს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საბერძნეთში, ატიკას მხარეში, 47 წლის ქართველი ქალი დააპატიმრეს. როგორც ბერძნული გამოცემები იუწყებიან, ბრალდებული ეძებდა მომვლელის ვაკანსიებს, ნდობაში შედიოდა ოჯახებთან, დასაქმების შემდეგ მოხუცებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებდა და ძარცვავდა.

    ამ დროისთვის უკვე ზედიზედ ასეთი 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ირკვევა, რომ ქალი მოხუცებს ნარკოტიკებს, ან ფსიქოტროპულ საშუალებებს საკვებში და სასმელში უყრიდა, შემდეგ კი სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა.

    დაკავებულის ჩხრეკისას აღმოჩენილია შემდეგი ნივთები: ფული, სამკაულები, ფსიქოტროპული აბები, ორი დანა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონები.