სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • იუნა შაფათავა სააკაშვილზე - "არც ბანაობს... ყარს... საშინელებაა.."

    იუნა შაფათავა სააკაშვილზე - "არც ბანაობს... ყარს... საშინელებაა.."
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი იუნა შაფათავა:

    ,,ძალიან ბევრი წლის წინ, სანამ პრეზიენტი გახდებოდა და ასკინკილათი ხტუნავდა პარლამენტის კიბეებზე და მის შიზოფრენიას ყველა დასცინოდა, კუს ტბაზე ვნახე, მსუქანი, შორტებში, ‘დარბოდა’ ვიღაც ახალგაზრდა კაცის თანხლებით- თვითონაც ახალგაზრდა იყო..
    დარბოდა განა ისე, ჩვენ რომ დავრბივართ – საათის ისრის საწინააღმდეგოდ- არა, ეს ამორბოდა საათის ისრის მიხედვით, ბოლო
    აღმართზე… მსუქანი, ქოშინა, შორტები მსუქან თეძოს შიდა მხარეს ჩაყოლილი, დონდლო, ბოთე, მთხლე…
    მეგობრებთან ერთად ვიყავი და ზიზღით გაიხედეს სხვაგან, რას გავს ეს ჩემისაო..
    მე ვუყურებდი, რადგან ადამიანებზე წინათგრძნობა მაქვს და ბევრი მქონდა გაგინილი, მასზე.
    რადგან მთელი ცხოვრება დავრბივარ, სირბილის მანერაზე ხასიათს ვცნობ და რამდენად ნამდვილი ‘მორბენალია’.
    ხელები ფართოდ განზე, ნახევრად ჩამოსული, ქოშინა, ფეხებიც განზე- ქონები უშლიდა, მოფამფალე მუცელი და ოფლიანო სახე, აწეული ამაყად ზემოთ- სირბილის დროს რომ თან აკვირდებოდა- ვინ უყურებს, რომ ასეთი ‘სპორტულია’ და ‘დარბის’…
    მოყვარულ სპორტსმენებს გვაქვს ეს აზრი თავში: ვინ გაძალებს. თუ ვარჯიშობ, მხოლოდ შენთვის… არა, ამას მაშინ პოპულისტური ‘შტუჩკები’ ახალი დაწყებული ჰქონდა…სირბილშიც კი ყალბი იყო, ნაგავი ‘ხუთოსნები’ რომ არიან ყველა კლასში, ისეთი კი არა, ბუნებით ნიჭიერები. მასწავლებელო, მე მეკუთვნის ტიპები, მათზე ნიჭიერ კონკურენციას რომ ვერ იტანენ, ბოღმა ტიპები და ჩაშვება და ენატანიობა, პროვოკაცია რომ მათი ცხოვრების კრედოა..
    რამდენი რამის გაგება შეგიძლია, მოყვარულ მორბენალს, სხვა მორბენალზე.
    35-ე საფეხბურთო სკოლის ტრეკზე, იგივე ნაცებმა რომ დაანგრიეს, კვირაში რამდენჯერმე დავრბოდი, როცა ჩემ ქმარს კუს ტბაზე ჩემი აყვანა ეზარებოდა. ყოველ ჯერზე, ერთ ასაკოვან კაცს ვხედავდი, რომ მივიდოდი, უკვე ტრეკზე დარბოდა, და რომ ვამთავრებდი, ის ჯერ კიდევ დარბოდა… მე 24 წუთს დავრბოდი- მაშინ აპლიკაცია არ იყო ტელეფონებში, დაახლოებით 3,5-4 კმ გამომდიოდა, ტრეკის დისტანციით."