სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ავარია მოხდა, ხანშიშესული მამაკაცი დაშავდა - რა მოხდა რუსთავში

    ავარია მოხდა, ხანშიშესული მამაკაცი დაშავდა - რა მოხდა რუსთავში
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ლომოურის ქუჩაზე, ერთმანეთს "ტოიოტა"-ს და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

    ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

    ავარიის შედეგად 62 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ მიუღია.