სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მოსარჩელე მხარე მილიონებს ითხოვდა - ბასილაშვილმა სასამართლო პროცესი მოიგო

    მოსარჩელე მხარე მილიონებს ითხოვდა - ბასილაშვილმა სასამართლო პროცესი მოიგო
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავა დასრულდა.

    მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ ბასილაშვილის ყოფილი სპონსორები, ბიზნესმენი ძმები კაჭარავები, რომლებიც ცნობილ ჩოგბურთელს რამდენიმე მილონ ლარს და გაყიდულ თამაშებს ედავებოდნენ.

    ბასილაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მომსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა მოსარჩელეთა არცეთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბასილაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.