სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამიტომ გვიკრძალავს ეკლესია მე და მახოს ჯვრისწერას", - ხათუნა ფეიქრიშვილს გულწრფელი კომენტარი

    "ამიტომ გვიკრძალავს ეკლესია მე და მახოს ჯვრისწერას", - ხათუნა ფეიქრიშვილს გულწრფელი კომენტარი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის და მისი მეუღლის, ხათუნა ფეიქრიშვილის წყვილი ბოლო პერიოდია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა - მათ ურთიერთობასა და სიყვარულზე გამუდმებით ლაპარაკობენ.

    ჟურნალ თბილისელებთან მიცემულ ინტერვიუში, ხათუნა ფეიქრიშვილმა ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საინტერესო დეტალებზე ისაუბრა:

    ხათუნა ფეიქრიშვილი: უკვე ხუთი წელია, რაც მე და მახო ერთად ვართ და ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც თანაცხოვრების დაწყების დღეს. მისი გაცნობის მერე და ამ ადამიანის შემოსვლით ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. მეტი ნდობა გამიჩნდა, ვიგრძენი რა არის ნამდვილი სიყვარული, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ოჯახის წევრებს ერთმანეთისადმი და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახვა, რაც არ მქონია და მეგონა, სულ სხვანაირად. ფაქტობრივად, მახოსთან ქორწინება გავრისკე, ვერ წარმომედგინა, ასე თუ გაგრძელდებოდა და გამყარდებოდა ურთიერთობა და შევინარჩუნებდით ერთმანეთს.

    - ხელი თუ გაქვთ მოწერილი და ჯვარი დაწერილი?

    - მახოს ორი ჯვრისწერა ჰქონდა ადრე და ეკლესია მესამეჯერ ჯვრისწერას კრძალავს. ყოველ შემთხვევაში, ასე გვითხრეს საპატრიარქოში. ამის გამო, ჯვარი ვერ დავიწერეთ, ხელი კი მოწერილი გვაქვს.

    წყარო: tbiliselebi.ge