სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი მეგობრის ბიძაშვილი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს" - ენმ-ს დეპუტატის განცხადება

    "ჩემი მეგობრის ბიძაშვილი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს" - ენმ-ს დეპუტატის განცხადება
    2 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისში, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

    როგორც გაირკვა, მოკლულია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი. მკვლელობის გამომწვევი მიზეზი და მოტივი ამ დრომდე უცნობია.

    შეგახსენებთ, თავდაპირველად მკვლელობის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

    "მე პოლიტიკური განცხადებით მინდა დამეწყო, მაგრამ ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი, მოკლეს პოლიტიკურ ნიადაგზე. ზუსტად, ჯავის ქუჩაზე. ხუთი წუთის წინ გარდაიცვალა ეს ახალგაზრდა. პოლიტიკურ ნიადაგზე", - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას."

    წყარო: mtavari.tv



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ