სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მოქალაქე, რომელმაც გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაკავებულია

    მოქალაქე, რომელმაც გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაკავებულია
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასაიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია.

    ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი იტყობინება - შემთხვევა გუშინ, კლინიკა ვივამედთან მოხდა, როდესაც მესამე პრეზიდენტის დედა ჟურნალისტებს ესაუბრებოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.