სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როგორც იქნა... დაფასდა ქართველიც..." - მატილდა გვარლიანის წარმატება

    "როგორც იქნა... დაფასდა ქართველიც..." -  მატილდა გვარლიანის წარმატება
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოდის პორტალმა Models.com-მა წელსაც ტრადიციულად შეაჯამა შედეგები და 2022 წლის საუკეთესო მოდელები დაასახელა.

    ყველა ნომინაციაში მას ორი გამარჯვებული ჰყავს – პროფესიონალი ჟიურის და მაყურებლის/მკითხველის.

    წლის მოდელი წელს ცნობილი მანეკენი ბელა ჰადიდი გახდა. ხოლო ნომინაციაში “წლის გარღვევა”, ყველაზე წარმატებულ ამომავალ ვარსკვლავად მოდის სამყაროში პროფესიონალებმა მილა ვან ეტენი აარჩიეს,

    პორტალის მომხმარებლებმა კი, ონლაინ ხმის მიცემის მეშვეობით, ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი აირჩიეს.

    მატილდას ეს წელი მართლაც განსაკუთრებით წარმატებული ჰქონდა – დეკემბრის ნიდერლანდური Vogue-ს გარეკანზეც მოხვდა, Chanel-ის პოდიუმზეც და Calvin Klein-ის კამპანიაში.