სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თუ ამის გამო საფრთხე ჩემს ოჯახს შეექმნება, პასუხისმგებელი შენ იქნები" - ყოფილი მოსამართლე ივანშვილს მიმართავს

    "თუ ამის გამო საფრთხე ჩემს ოჯახს შეექმნება, პასუხისმგებელი შენ იქნები" - ყოფილი მოსამართლე ივანშვილს მიმართავს
    2 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით ფეისბუქზე მიმართავს. მოსამართლე სისტემაში კლანური მმართველობის არსებობაზე წერს.

    "თქვენ მე კარგად მიცნობთ, შესწავლილი გაქვთ ჩემი ფსიქოლოგია, ხშირად განგიხილიათ ჩემი პიროვნება, როგორც კარგი, ისე ცუდი კუთხითაც. მე კი მსურს პირდაპირ გითხრათ სათქმელი."

    "მოგიწოდებთ, მიმართოთ კლანის წევრებს და სახლში წასვლისკენ მოუწოდოთ. ახლა, როცა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, თქვენ გაქვთ შანსი ისტორიაში შეხვიდეთ როგორც ჩვენი სახელოვანი წინაპრების გზის გამგრძელებელი. მათი ოცნება სამართლიანი სასამართლო და ევროპული ოჯახი იყო და არა ასეთი, რომელიც დღეს ვერ სარგებლობს ნდობით და რომელსაც სახელი აქვს გატეხილი", - წერია წერილში.

    ბესარიონმა ამ წერილს განცხადებაც დაურთო: "თუ ამ წერილის გამო ჩემს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს შეექმნებათ მცირედი საფრთხე მაინც, თქვენ უნდა აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მე საკუთარი თავი გადადებული მაქვს!"



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ