სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მიჰყვება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული იტალიაში

    მიჰყვება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული იტალიაში
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნობელ არუსტამიანის Youtube-არხთან ინტერვიუში ძალიან სათუთ თემაზე ისაუბრა. ხვიჩამ საზოგადოებას შეყვარებულის ვინაობის შესახებ გაუმხილა.

    მოგეხსენებათ კვარაცხელია უახლოეს 2 კვირაში იტალიაში გაემგზავრება, სადაც "ნაპოლის" შეუერთდება და შესაბამისად ცხოვრებაც ამ ქვეყანაში მოუწევს, გამომდინარე აქედან, მას ჰკითხეს მიჰყვება თუ არა შეყვარებული ქალაქ ნეაპოლში, რაზეც პასუხი ასეთი იყო:

    "ის სწავლობს და სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს..."


    "ერთმანეთისგან მოშორებით ვიქნებით. მან კარგად იცის, რომ მე მაქვს ჩემი საქმე და ამიტომ ვერ ვიქნებით ამ ეტაპზე ერთად."

    ხვიჩამ ასევე ისაუბრა იმის შესახებ თუ რამდენი ხანია რაც მას იცნობს:

    "ჩემი მეგობრის მხრიდან გავიცანი და უკვე 1 წელია ვიცნობ. უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ." - განაცხადა კვარაცხელიამ.