სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს!" - სალომე ზურაბიშვილი

    "ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს!" -  სალომე ზურაბიშვილი
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, შობის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც დღეს 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ დღესასწაულს.

    "ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს!

    საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის

    ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს

    ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას!"
    - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს შობას ზეიმობს.