შესაძლებელია, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
აღნიშნული ინფორმაცია რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა გააჟღერა.
"ჩვენ, როგორც დაგპირდით, ველოდებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სააკაშვილთან დაკავშირებით. ჩვენ ორშაბათს საჯაროდ გამოვაქვეყნებთ ჩვენს გეგმას, თუ როგორ ვიმოქმედებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ, მაგრამ ამაში აუცილებლად დაგვჭირდება ყველა ჩვენი გამომწერის, ყველა ჩვენი მაყურებლის, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყანაში ყველა ჩვენი მხარდამჭერის ჩართულობა. მე მოგიყვებით როგორ ვიმოქმედებთ მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ გვინდა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოგვარება, მაშინ ამას დიდი ჩართულობა დასჭირდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაინც იპოვის შესაძლებლობას შეიწყალოს იგი პირველ საქმეზე რომელზეც სააკაშვილს ექვსი წელი მიუსაჯეს.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის შესაძლებლობას ამ საკითხის გადასაჭრელად. მოუთმენლად ველი ორშაბათს. ორშაბათი სამუშაო დღეა, ყველა დღესასწაული გასული იქნება და ამას საჯაროდ განვიხილავთ", - თქვა ფეიგინმა.