სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გურამმა დასასვენებლად ანტალიაში წამიყვანა, ერთ ნომერში ვცხოვრობდით მთელი 10 დღე", - ზალიკო ბერგერი

    "გურამმა დასასვენებლად ანტალიაში წამიყვანა, ერთ ნომერში ვცხოვრობდით მთელი 10 დღე", - ზალიკო ბერგერი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "პრაიმ ტაიმთან" საუბარში, ზალიკო ბერგერი გურამ შეროზიასთან მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რგოროც ირკვევა, გურამმა ზალიკო გასულ ზაფხულს ანტალიაში დასასვენებლად წაიყვანა. ტურისტულ ჯგუფს რომ ეგონა, ბერგერი თავისი იუმორით გვახალისებს და გავერთობითო, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - ზალიკოს სულ ეძინა...

    "გურამმა ტურისტული სააგენტოთი ანტალიაში წამიყვანა. ერთ ნომერში ვცხოვრობდით მთელი ათი დღე. ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავით.

    გურამის ჩამი-ჩუმი არ გამიგია. სულ გარეთ იყო, გაძვრებოდა-გამოძვრებოდა, დილის ხუთ საათზე მოვიდოდა. რომ წვებოდა, ვიგებდი. სად იყავი-მეთქი, რომ ვეკითხებოდი. ლექცია მქონდაო...

    იმ დროს გემოგლობინი ძალიან დაბალი მქონია, სულ მეძინა მთელი იქ ყოფნის დროს. არადა, ჯგუფს უხაროდა, არიქა, ზალიკო ბერგერი მოდის ჩვენთან ერთადო და მე სულ მეძინა! წამოსვლის წინა დღეს გავიღვიძე!
    ", - უყვება ზალიკო ბერგერი პრაიმ ტაიმს.

    წყარო: primetime.ge