სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უმაგრესი სიახლე მედიკამენტებზე ფასების კლებასთან დაკავშირებით - რას აპირებს სახელმწიფო 2023 წლიდან

    უმაგრესი სიახლე მედიკამენტებზე ფასების კლებასთან დაკავშირებით - რას აპირებს სახელმწიფო 2023 წლიდან
    2 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლიდან სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს.

    ამის მიხედვით მაღალ ფასად წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

    "მაქსიმალურად გვინდა დავაზღვიოთ, საერთაშორისო ბრენდების და ორიგინალი მწარმოებლების ყოფნა ქვეყანაში. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილება, ამიტომ 2 დონეზე განვსაზღვრავთ ფასს. ეს იქნება, როგორც ორიგინალი მედიკამენტების, ასევე მათი გენერიკების ღირებულების მაქსიმალური ჭერი", - ამბობს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

    "ავიღებთ მაქსიმალურ, საბითუმო გასაყიდ ფასს და იქიდან გამომდინარე აფთიაქებს უკვე შეეძლებათ მარჟების განსაზღვრა. მარჟები, საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით მერყეობს და 15%-დან 40%-მდე განისაზღვრება. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით, ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეეძლებათ.

    ჩვენ მომხმარებლის ინტერესთან ერთად გავითვალისწინეთ სექტორის ინტერესიც. სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ 2 დონიანი, მეთოდოლოგია, რომელიც ერთი მხრივ დააზღვევს დეფიციტს სხვადასხვა მოლეკულაზე ქვეყანაში და ასევე შეინარჩუნებს გონივრულ, კომერციულ ინტერესს", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ