სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თვითმფრინავები ვერ ჯდებიან, რეისები გადაწიეს - რა ხდება თბილისის აეროპორტში

    თვითმფრინავები ვერ ჯდებიან, რეისები გადაწიეს - რა ხდება თბილისის აეროპორტში
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნისლის გამო თბილისის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდებიან. როგორც "რუსთავი 2-ს" აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის Fly Dubai-ს ორი თვითმფრინავი აეროპორტში ვერ ჯდება და თბილისის თავზე დაფრინავს.

    ტაშკენტის რეისმაც ვერ მოახერხა თბილისის აეროპორტში დაჯდომა, რის გამოც ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გაფრინდა.

    თბილისის აეროპორტის წარმომადგენლების განმარტებით, აზერბაიჯანმა და თურქეთმა უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით რეისები გადაწიეს.

    „დილის განმავლობაში ყველა რეისი შესრულდა, ყველაფერი გაფრინდა რაც მიფრინავდა. ამ დროის მონაცემებით "ფლაი დუბაის" 2 თვითმფრინავი ვერ ჯდება, თბილისის თავზე დაფრინავენ. ტაშკენტის რეისიც თბილისში ვერ დაჯდა და ბათუმში გაფრინდა. აზერბაიჯანი და თურქეთი ვერ გამოფრინდა ნისლის გამო, მათ საკუთარი რეისები გადაწიეს," - აცხადებენ აეროპორტში.