სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი მოკვდა, მაგრამ ქალმა ბიჭი გააჩინა

    ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი მოკვდა, მაგრამ ქალმა ბიჭი გააჩინა
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ინგლისში ქალმა, რომელსაც ექიმებმა უთხრეს, რომ ნაყოფი მოუკვდა, ბიჭი გააჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, 27 წლის ჰანნა ქოული 20 კვირის ორსული იყო, როდესაც ექიმებმა უთხრეს, რომ ნაყოფი დაიღუპა, რადგან მისი გულისცემა აღარ ესმოდათ. სანამ შესაბამის პროცედურებს ჩაუტარებდნენ, ქალმა ექიმებს დამატებითი ექოსკოპიის გადაღება სთხოვა, რა დროსაც ბავშვის გულისცემა ისევ დააფიქსირეს.

    ბიჭი 24 კვირის ვადაზე 780 გრამი დაიბადა. მას „პატარა მებრძოლი" შეარქვეს და საავადმყოფოში 2023 წლის თებერვლამდე დარჩება.

    საავადმყოფომ ქალს მიყენებული სტრესისთვის ბოდიში მოუხადა.