სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უბედური შემთხვევა ტბასთან - რა მოხდა რუსთავში?

    უბედური შემთხვევა ტბასთან - რა მოხდა რუსთავში?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსთავში, სოფელ ფოლადაანკარში ხელოვნურ ტბაში 12 წლის ბავშვი თანატოლებთან ერთად ბანაობდა, როდესაც წყალში გაუჩინარდა. ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს და სამძებრო სამუშაოების შედეგად ტბაში მოზარდი გარდაცვლილი ნახეს.

    ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

    არსებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.