სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ყურადღებით იყავით შეძენამდე! - უსაფრთხოა, თუ არა ნაყინი, რომელიც საქართველოში იყიდება

    ყურადღებით იყავით შეძენამდე! - უსაფრთხოა, თუ არა ნაყინი, რომელიც საქართველოში იყიდება
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააგენტო ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულო ნაყინს შემოწმებას იწყებს.

    მათი ცნობით, სეზონურობის ფაქტორის და მოხმარების გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს როგორც წარმოებებში ასევე სარეალიზაციო ბაზარზე.

    "სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაყინის ნიმუშები აიღეს. სურსათში სალმონელასა და ლისტერიის აღმოჩენის მიზნით 100 ნიმუშს ჩაუტარდა კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა. სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს", - ნათქვამია განცხადებაში.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ