სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცაგარელის რჩევები - "კარგი იქნება თუ... ახალი წლის ღამეს..."

    ცაგარელის რჩევები - "კარგი იქნება თუ... ახალი წლის ღამეს..."
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 კატა-კურდღლის (ჩინეთში კურდღელი, აღმოსავლეთში კატა) წელია. ასტროლოგებმა ფერთა გამა უკვე "გაამზადეს", თუ რა ფერში უნდა მოვრთოთ ნაძვი, რა ფერში უნდა შევიმოსოთ ახალი წლის ღამეს, რა უნდა გვედოს სუფრაზე და შემდეგ.

    მიხეილ ცაგარელი მომავალ წელს, დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად, ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევს და თანამემამულეთ გამრავლებისკენ მოუწოდებს.

    „კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს წყლით სავსე ჭიქაში ან აკვარიუმში მოათავსებთ 3 ცალ ორლარიან და ერთ ცალ ლარიან მონეტებს და დილამდე დატოვებთ…

    წლის ძირითადი რიცხვია 7. კარგი იქნება, თუ 7, 3 ან 5 ლურჯ, თეთრ, მწვანე ან ნაცრისფერ სანთელს აანთებთ სადღესასწაულო მაგიდაზე, 15-20 წუთით ადრე ახალი წლის დადგომამდე. ამით წინა წელსაც მადლობას გადაუხდით და დაემშვიდობებით. ახალი წლის დადგომამდე კი ანთებულ სანთლებთან 3, 5, ან 7 სურვილი ჩაუთქვით!..“