სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვერ დაინახა... 3 წლის ბავშვს დაეჯახა..." - რა მოხდა რუსთავი-გარდაბნის გზაზე

    "ვერ დაინახა... 3 წლის ბავშვს დაეჯახა..." - რა მოხდა რუსთავი-გარდაბნის გზაზე
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ავტობუსის მძღოლი, ვ.ტ, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 3 წლის ბავშვს დაეჯახა, გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს.

    საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, 22 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით ვ.ტ-ს აღკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

    საქმის არსებითი განხილვა იანვარში დაიწყება.

    შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 28 ოქტომბერს ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მოხდა. შეჯახების შედეგად ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.