რამდენიმე თვის წინ სოფო ნიჟარაძე და ელის მარია სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვივა მედში მივიდნენ.
ბავშვს მამა ძალიან ენატრებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა.
"მოვინახულეთ მიშა, მთელი ეს პერიოდი ძალიან ენატრებოდა ბავშვი, აჩვენა როგორ მღერის, ეფერა და ძალიან ბედნიერი იყო. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა", - წერდა სოფო ნიჟარაძე.