საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უმცროსი შვილი, ელის-მარია სააკაშვილი დედასთან, მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად კლინიკა "ვივამედში" მამის მოსანახულებლად მივიდა, მაგრამ როგორც ჩანს ის მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს.
"მიშასთან მინდა"- ამბობს გოგონა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს დაბრუნდა, მას შემდეგ ის პატიმრობაში იმყოფება. ბოლო რამდენიმე თვეა კი ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობას კლინიკა "ვივამედში" გადის.