თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში " მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
"რაც შეეხება სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობის დაძაბვას, თუნდაც გაფუჭებას, იყო ძალიან მარტივი. მე ვცხოვრობდი იტალიაში და რა თქმა უნდა, ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას. ყოველთვის, როცა მეძლეოდა შესაძლებლობა, ყოველთვის ჩამოვდიოდი, აქ ვისვენებდი, რადგან აქ იყვნენ ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები და ყოველთვის მიხაროდა საქართველოში ჩამოსვლა იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ეს ტრაგედია მოხდა საქართველოში, ეს უბედურება ჩაიდინეს ქართველებმა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, არასოდეს გამნელებია სიყვარული ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას, მიხაროდა კარგი, რაც კეთდებოდა და არასოდეს არ ვიხევდი უკან, მეთქვა ის სიმართლე, რაც პრობლემა იყო და რაც მიმაჩნდა არასწორად. თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრებების გამო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, მგონი, ამას ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება", - თქვა კახა კალაძემ.