სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მინდა დავბრუნდე, მეგობრებს გავუმასპინძლდე... დავტკბე..." - მიხეილ სააკაშვილი

    "მინდა დავბრუნდე, მეგობრებს გავუმასპინძლდე... დავტკბე..." - მიხეილ სააკაშვილი
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "მინდა, ოდესაში დავბრუნდე, დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს", - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "უკრაინსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    "ომი დასრულდება რუსეთის სრული დამარცხებით და დაშლით. გამარჯვების კონკრეტული პარამეტრები კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა. თუ გამარჯვებმდე ცოცხალი დავრჩი (მჯერა, ეს რამდენიმე თვეში მოხდება), მინდა ოდესაში დავბრუნდე - დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს",- განაცხადა სააკაშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ "უკრაინულმა პრავდამ" სააკაშვილს 2 კვირის წინ კითხვები გადაუგზავნა, რასაც მან წერილობითი პასუხები გასცა.