შობა-ახალი წელი ახლოვდება და თითოეულ ჩვენგანს გვიმძაფრდება განცდა, რით გავახაროთ ახლობლები და უამრავ ალტერნატივას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება.
2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში საშუალოდ ოჯახი საჩუქრებზე 500 ფუნტ სტერლინგს ხარჯავს, დაახლოებით ამდენივეს ხარჯავს საშუალო სტატისტიკური ამერიკული ოჯახიც (650 დოლარი).
BBC -მ, კვლევაზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა რჩევები, როგორ შევარჩიოთ საჩუქარი.
BBC რჩევებს გვთავაზობს კვლევებზე დაყრდნობით.
1. არ იდარდოთ საჩუქრის ფასზე.
კვლევით დასტურდება, რომ საჩუქარის ფასი სულაც არ განსაზღვრავს მისგან გამოწვეულ სიხარულს. მთავარია, ყურადღება და ის მესიჯი,რასაც ამ საჩუქრით უგზავნით ადრესატს.
2. განსაზღვრეთ საჩუქრის გრძელვადიანი პერსპექტივა.
საჩუქრის შერჩევისას, შეეცადეთ, მის პრაქტიკულობაზე იფიქროთ, შეეცადეთ, შეარჩიოთ ნივთი, რომელსაც მისი მომავალი პატრონი რეალურად გამოიყენებს.
3. ორიგინალურობა და უნიკალურობა არც ისე მნიშვნელოვანია.
კვლევით დასტურდება, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ახლობლებს განსხვავებული საჩუქრები ვაჩუქოთ, ნუ იფიქრებთ, რომ ერთნაირი საჩუქრის არჩევით თქვენ ინდივიდუალურობას ვერ წარმოაჩენთ. შეეცადეთ, იყოთ პრაგმატული.
4. იყიდეთ საჩუქარი საერთო ინტერესების გათვალისწინებით.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, საჩუქრის შერჩევამდე, დავფიქრდეთ, რა გვაქვს საერთო იმ ადამიანთან, ვისთვისაც მას ვარჩევთ. ასევე, დაფიქრდით, იქნებ კარგი იყოს აჩუქოთ, მაგალითად, კულინარიის, ენის, ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები, ან რამე მსგავსი.
5. ჰკითხეთ, რას სურს მას.
კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები გაცილებით კმაყოფილები და ბედნიერები არიან იმ საჩუქრებით, რომელსაც თავად ირჩევენ. ნუ მოგერიდებათ, არ არის ცუდი ტონი, რომ პირდაპირ ჰკითხოთ, რა სურს მას.
6. არ ინერვიულოთ.
გახსოვდეთ, ძალიან ცუდი საჩუქარი იშვიათობაა. საჩუქრის ადრესატი, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება მადლიერი და კმაყოფილი.