სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მე ისიც არ წარმომედგინა რომ..." - გოჩა ჩერტკოევის ექსკლუზიური ინტერვიუ მეტრონომთან

    "მე ისიც არ წარმომედგინა რომ..." - გოჩა ჩერტკოევის ექსკლუზიური ინტერვიუ მეტრონომთან
    1 წლის და 4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ექსცენტრიული, არაორდინალური, გამორჩეული თავის საქმესა და პროფესიაში, რომელიც საზოგადოებამ ისე შეიყვარა, რომ მასზე ბევრი არაფერი იცის. გოჩა ჩერტკოევმა ხალხს თავი „ცეკვავენ ვარსკვლავებით“ გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ამერიკაში წასულს საკმაოდ ბევრი წარმატება ჰქონდა უკვე მოხვეჭილი კარიერაში, ქართულმა საზოგადოებამ ის სწორედ ამ პროექტით შეიყვარა, თანაც უპირობოდ, რადგან მის შესახებ მხოლოდ ზედაპირული ცნობებით აქვთ ზოგადი წარმოდგენა შექმნილი, სინამდვილეში კი არავინ იცის, როგორია ნადვილი გოჩა ჩერტკოევი, რომელმაც ძალიან პატარა ასაკში მეუღლესთან ერთად დატოვა ქვეყანა და ძალიან შორს გადასახლდა, ცეკვის სიყვარულმა კი წყვილი საკმაოდ წარმატებულ და ცნობილ ადამიანებად აქცია.

    პირველად, ექსკლუზიურად „მეტრონომთან“ – გოჩა ჩერტკოევი საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე გულახდილად ალაპარაკდა:

    ვინ არის სინამდვილეში გოჩა ჩერტკოევი, როგორია თქვენი რეალური პერსონა, რომელიც ეკრანზე არ ჩანს და რომელზეც საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის?
    საზოგადოებამ გოჩა ჩერტკოევზე ბევრი არაფერი იცის იმიტომ, რომ არც უნდა იცოდეს. ხალხმა არ უნდა იცოდეს არაფერი შოუბიზნესის წარმომადგენელზე. შენ ამ დროს ემსახურები ხალხს, ხალხმა უნდა შექმნას წარმოდგენა შენზე იმის მიხედვით, როგორც გიყურებენ და აღგიქვამენ. ჩემს შემთხვევაში ეს არის „ცეკვავენ ვარსკვლავები“. მე აქ ვარ წარმოდგენილი, როგორც ჟიური, როგორც პროფესიონალი, ამიტომ, მაყურებელმა ამაზე მეტი არ უნდა იცოდეს, რადგან პირადი დეტალები მათ წარმოდგენას ჩემზე სხვა მიმართულებით წაიყვანს. იქ იმისთვის ვარ, რომ ხალხს კონკრეტული მიზნით მოვემსახურო. მე რომ ამ დროს პარალელურად ინტერვიუებსა და სოციალურ ქსელებში ჩემზე არასაჭირო დეტალები გავამხილო, ხალხის აზრები გაიფანტება და შოუზე კონცენტრირების ნაცვლად ჩემზე კონცენტრირდებიან. ამიტომ, მე როგორც შოუბიზნესის წარმომადგენელი, ხალხი უნდა მხედავდეს იმ ელემენტში, რა ელემენტითაც ვარ წარმოდგენილი, სხვა რაღაცეები არ უნდა მოვახვიო მათ თავზე.
    უახლესი ambebi
    Home საზოგადოება
    „ამის გამოსწორება რომ შემეძლოს, გამოვასწორებდი, მაგრამ…“ – „მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ გოჩა ჩერტკოევთან და ფაქტები, რომლებიც აქამდე მასზე არ იცოდით
    December 29, 2022

    წარმოგედგინათ თუ არა თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც ახლა არის ან თუ შეცვლიდით მასში რამეს?

    მე ისიც არ წარმომედგინა, რომ ისევ ჩამოვიდოდი საქართველოში, თუნდაც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამო. მაგრამ ეს ჩემი მორალური და პატრიოტული მოვალეობა იყო. რაც შეეხება პროფესიას, სხვა საქმის კეთება, ამის გარდა, ახლაც არ წარმომიდგენია. თუმცა არა საქართველოში. ჩემი ქვეყანა კარგია, მაგრამ პრობლემატური, თუნდაც ჩემი პროფესიის მხრივ.

    ოცნება, რომელიც აუსრულებელი დაგრჩათ…

    ისეთი რაიმე დიდი ოცნება არ მაქვს, რომ აუსრულებელი და მიუღწეველი იყოს. უფრო ზედაპირული და უმნიშვნელო სურვილები შეიძლება იყოს, მაგალითად, კარგი იქნებოდა მემღერა, მინდოდა რომ მომღერალი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი თავისთვის ამის უფლება არასდროს მიმიცია. სხვა მხრივ ოცნება არ მაქვს, ჩემი ცხოვრება იმაზე კარგია, ვიდრე ამას ვგეგმავდი.

    შეცდომა, რომელსაც ნანობთ…

    ეს უფრო ღრმა თემაა, შეცდომაც არ ყოფილა… არ ჩამიდენია ისეთი რამ, რომ ვინანო, მაგრამ წამიერი იმპულსური ემოციები მინანია, მაგალითად, ვიღაცას გავუბრაზდი, არა და არ უნდა გავბრაზებულიყავი და მსგავსი პრიმიტიული და რუტინული ქმედებები. ალბათ ვნანობ იმას, რომ ჩემს თავს ვერ ვაჯობე (პროფესიული კუთხით), როცა ვიყავი ახალგაზრდა. მე რომ დავიბადე, ეს არ იყო საქართველო, ეს იყო კომუნისტური, საბჭოთა ქვეყანა, ბევრ რამეში შეზღუდულები ვიყავით, ხედვა არ მქონდა იმის, რომ მართლა შეიძლებოდა საქმეში ძლიერი ვყოფილიყავი. ისე დაჩაგრულად გავიზარდეთ ბავშვობაში აქ, რომ არავის გვჯეროდა, საერთოდ რამე თუ შეგვეძლო. ფსიქოლოგიურად დასახიჩრებული იყო ყველა, ვინც აქ დაიბადა და ამ პირობებში გაიზარდა – შესაძლებლობების წართმევისა და დიდი უსამართლობების ფონზე. ამის გამოსწორება რომ შემეძლოს, გამოვასწორებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, გამოუსწორებელია. სხვა პირობებსა და გარემოებებში ჩემი კარიერა კიდევ უფრო სხვანაირად წარიმართებოდა და უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდი. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ვუჩივი, ზუსტად ვიცი, რომ უფრო მეტი წარმატება მექნებოდა. კომუნიზმმა ისე ჩაგვყლაპა ბავშვობაში და ისე გაგვაფუჭა მენტალურად, რომ საერთაშორისო კონკურსზე როცა გავედით მე და შორენა საბჭოთა კავშირიდან, თავები გვეგონა ყველაზე სუსტები და არ გვეჯერა, რამის მიღწევას თუ შევძლებდით. ეგ პრობლემა სხვა ქვეყნების წარმომადგენელ წყვილებს არ ჰქონდათ – იყვნენ ნაკლებად კარგები, თუმცა ისეთი თავდაჯერებულები, რომ სწორედ ეს ეხმარებოდა მათ ბევრი ბარიერის გადალახვაში. ეს დღემდე მოგვყვება – პატარა დრო გავატარეთ საქართველოში (ახალგაზრდები წავედით აქედან), მაგრამ მაინც მოგვყვება ეს კლიშეები. ჩემთვის კომუნიზმი არის მორალურად მიუღებელი სისტემა, რომელიც არსად არასდროს უნდა არსებობდეს.
    „ამის გამოსწორება რომ შემეძლოს, გამოვასწორებდი, მაგრამ...“ – „მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ გოჩა ჩერტკოევთან და ფაქტები, რომლებიც აქამდე მასზე არ იცოდით

    კარიერის გამო გაგირისკავთ თუ არა საკუთარი ცხოვრება და ურთიერთობა?

    კი, რა თქმა უნდა. ჩემი და შორენას მთელი ცხოვრება ჩვენი კარიერაა. რაც კი გავრისკეთ, ყველაფერი მაგის გამო მოხდა. დღემდე ვრისკავ პირად ცხოვრებას კარიერის გამო, იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება რომ იყოს წინა პლანზე, ვიჯდებოდი სადღაც სახლში, კოსტარიკაზე და დავტკბებოდი ოჯახური იდილიით.

    მომენტი, როდესაც ყველაზე ბედნიერი იყავით…

    ლევანი რომ დაიბადა… ალბათ ძალიან ბანალურია, რადგან ყველას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი შვილის დაბადებაა, მაგრამ ეს გრძნობა სამუდამოდ მიგყვება.

    რას გამოყავხართ ყველაზე მეტად წყობიდან…

    უზრდელი, პატარა ადამიანები (პატარა არა ზომით, არამედ სულიერად). იმაზე ძალიან არაფერს გამოვყავარ წყობიდან, ასეთ ხალხთან რომ მიწევს ურთიერთობა. უფრო სწორად, ჩემს თავზე უფრო ვბრაზდები, როგორ ვერ ვახერხებ, თავი ავარიდო ასეთ ადამიანებს. სხვა მხრივ, სქელკანიანი ვარ და ძნელია ჩემი წყობიდან გამოყვანა.
    „ამის გამოსწორება რომ შემეძლოს, გამოვასწორებდი, მაგრამ...“ – „მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ გოჩა ჩერტკოევთან და ფაქტები, რომლებიც აქამდე მასზე არ იცოდით

    მიზეზი, რის გამოც შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგოთ…

    საყვარელი ადამიანი არ უნდა დაიკარგოს, თუ ის მართლა საყვარელი ადამიანია. სიყვარული, ზოგადად, ძალიან ეგოისტური გრძნობაა. როცა ვიგრძნობ, რომ საყვარელ ადამიანს აღარ ვუყვარვარ, მაშინ დავკარგავ.

    არის თუ არა იმის შანსი, რომ ისევ საქართველოში დაბრუნდეთ საცხოვრებლად?

    გეგმაში არ მაქვს, არ მგონია იქ ყველაფერი მივატოვო, რაც წლების განმავლობაში შევქმენი და აქ გადმოვიდე საცხოვრებლად, მაგრამ პერიოდულად ჩამოვდივარ და არ ვკარგავ კავშირს სამშობლოსთან. ჩემთვის წარმოუდგენელია, ჩამოვიდე საქართველოში საცხოვრებლად და არაფერი ვაკეთო აქ. მაშინ უნდა მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გამუდმებით რაღაცას ვქმნიდე. მე ჩემს პროფესიაზე ვარ მთლიანად დამოკიდებული და ამის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია, თუმცა, საქართველოს არ აქვს ჯერ ის პირობები, რომ ზუსტად ის ვაკეთო, რასაც ამერიკაში ვაკეთებ.